25 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ჩემი ამოცანა იქნება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავაძლიერო - ირაკლი ჩიქოვანი

ჩემი ამოცანა იქნება ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავაძლიერო,- ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ამ თანამდებობაზე წარდგენისთვის.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წარდგენისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მე ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა იქნება ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავაძლიერო. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა წინამორბედ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. მის პერიოდში ძალიან ბევრი პოზიტიური და დადებითი ცვლილება განხორციელდა თავდაცვის ძალებში. თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალებს აქვთ ძალიან მკაფიო ხედვა თუ რა გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყო ამ გეგმების აღსრულება. ამ ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,"- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები