უბედურ შემთხვევას საჩხერის მუნიპალიტეტში "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში, სტიქიის მიერ მიყენებული დაზიანების აღმოსაფხვრელად დამატებითი ჯგუფები იყო გაგზავნილი, გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.