25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ქობულეთში 80 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისათვის დააკავეს - რას ყვება "კურიერთან" ქალის მამა

ქობულეთში 80 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისათვის გუშინ დააკავეს.

შემთხვევა ქობულეთის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამაკაცი და შშმ პირი მეზობლები არიან, ისინი ერთ ეზოში სხვადასხვა კორპუსში ცხოვრობენ.

31 წლის შშმ პირის მამა "კურიერთან" ყვება, რომ პოლიციაში კორპუსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებმა დარეკეს. მათი ჩვენებით, 80 წლამდე ტაქსის მძღოლმა მანქანაში ჩაისვა და სექსუალურად შეავიწროვა 31 წლის შშმ პირი.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 138 მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღის ამბები