25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, სამწუხაროდ, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით - ირაკლი კობახიძე

"ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, სამწუხაროდ, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტური კონტროლი განხორციელდეს მთავრობის საქმიანობაზე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის კორუფცია, ეფექტიანი, შესრულებულის სამუშაოების ხარისხი" - ამის შესახებ განცხადება ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

"ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი საქმიანობა, საკუთარი უწყებების საქმიანობა, ამას ვგულისხმობდი, როცა ვსაუბრობდი თვითკონტროლზე. იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი, და სუსტი პირველ რიგში ამ კუთხით, რომ ფაქტების ნაცვლად, ისინი საუბრობენ ზოგად აღქმებზე, აბსტრაქციაზე, ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი და გავაკონტროლოთ ჩვენი უწყებების საქმიანობა", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები