25 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ორშაბათს მიაწვდის.

კობახიძის თქმით, ეს ნორმალური მოვლენაა, როდესაც გარკვეული ფორმით იცვლება მთავრობის შემადგენლობა. 

"გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, თუმცა, მესმის, რომ თქვენთვის საინტერესოა. სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

ალბათ ორშაბათს ტრადიციულად გაიმართება პირველი მთავრობის სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ის ძალიან ღირსეული ადამიანია, პროფესიონალი, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი, სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილში. ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის პერსონალური თემა, ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, იცვლება მთავრობის შემადგენლობა გარკვეული ფორმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები