25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ - ირაკლი კობახიძე

ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ - ამის შესახებ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით მთავრობაში არის სრული ინტერესი, რომ კორუფციის არც ერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.  

"ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით და ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას, თუმცა ჯერ კიდევ არის დაახლოებით 20 ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც გვისწრებს და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამბიციური, ჩვენ არავისზე ნაკლები არ უნდა ვიყოთ, მათ შორის ამ კუთხით.

მთავრობაში არის სრული ინტერესი, რომ არც ერთი ფაქტი კორუფციის არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, ვინმეს ხელი დავაფაროთ კორუფციის შემთხვევაში. ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. ამის მხრივ გაგრძელდება მუშაობა. ეს არის საკმაოდ ამბიციური ამოცანა, არ არის მარტივი, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელს გავეჯიბროთ, შეგვიძლია, ევროპის სამეულშიც მოვხვდეთ ამ თვალსაზრისით. არის პოლიტიკური ნება და ამ პირობებში ყველაფერი არის მიღწევადი", – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები