25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
არის თვისობრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძის თქმით, მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

"არის თვისობრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადაჭრაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც საქართველოს მთავრობის წინაშე", – განაცხადა კობახიძემ

როგორც პრემიერ მინისტრმა თქვა, თავად საპარლამენტო პროცედურა მშვიდ გარემოში წარიმართა.

"რაც შეეხება პროცედურას, ზოგადად კარგი იყო ის, რომ მშვიდ გარემოში წარიმართა საპარლამენტო პროცედურები. რაც შეეხება თვითონ დისკუსიის ხარისხს, ხარისხი არ იყო ბოლომდე დამაკმაყოფილებელი, თუმცა იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენთან პოლიტიკური კულტურა, რაც უფრო მეტად შინაარსობრივს ხდის დისკუსიებს საქართველოს პარლამენტში. 

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, პრეზიდენტის მხრიდან დანიშვნას, ეს არის უფრო მეტად ტექნიკური საკითხი, ამას არ აქვს რაიმე არსებითი, სამართლებრივი, პოლიტიკური მნიშვნელობა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ჩემთვის არ არის ეს აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია შეიცავს დაზღვევის მექანიზმებს იქ, სადაც არ არის დაცული კონსტიტუციის მოთხოვნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები