25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
კომპეტენტურია ირაკლი კობახიძე, ზუსტი შეფასებები მისცა ვითარებას - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ დღეს პარლამენტში გამართული განხილვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცება შეაფასა. 

"კომპეტენტურია ირაკლი კობახიძე. ზუსტი შეფასებები მისცა შექმნილ ვითარებას. ზოგადადაც, ყოველთვის ახასიათებდა ეს სიზუსტე, მაგრამ განსხვავებული იყო მისი გამოსვლაც და წინა პერიოდიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმსჯელობდით მომავალზე, ეკონომიკურ მაჩვენებელზე და რაც მთავარია, პრობლემებთან დაკავშირებით საფუძვლიანად ილაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ იმდენად, რამდენადაც ქვეყანას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, ტენდენციები საუკეთესო, მაგრამ პრობლემები, რაზეც ირაკლიმ  ილაპარაკა საკმაოდ პროფესიონალურად, არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", - ამბობს გია ვოლსკი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები