25 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, საუკეთესო შესაძლებლობების და უნარების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში და ეს ასეც არის. ამის შესახებ მან პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის პროგრამის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს, მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ საუკეთესო შესაძლებლობების და უნარების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია არჩევანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის და დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

 

დღის ამბები