25 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"რომ არა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული პროგრესი, ეს გადაწყვეტილება არა თუ მიღებული, საერთოდ განხილულიც არ იქნებოდა" - მაკა ბოჭორიშვილი

"რომ არა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული პროგრესი, რაც უპირობოდ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, დამერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება არა თუ მიღებული, საერთოდ განხილულიც არ იქნებოდა", - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

მაკა ბოჭორილიშვილმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. 

"ხშირად ხდება ხაზგასმა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ ასპექტებზე იმის საჩვენებლად, რომ თითქოს, საქართველოს კი არ დაუმსახურებია ევროკავშირის კარის გაღება, არამედ, რაღაც ჩვენგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა თუ მოცემულობამ აიძულა ევროკავშირი მიეღო ეს გადაწყვეტილება. რომ არა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული პროგრესი, რაც უპირობოდ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, დამერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება არა თუ მიღებული, საერთოდ განხილულიც არ იქნებოდა. რომ არა ქართული ოცნების როგორც პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში, ვერც ევროკომისიის რეკომენდაცია იქნებოდა დადებითი," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები