25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
მჯერა, რომ ქართველი ხალხი ოქტომბერში ყველა ქმედების გამო რადიკალურ ოპოზიციას შესაბამის პასუხს გასცემს - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოქტომბერში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ქართველი ხალხი ყველა მათი ქმედებების გამო შესაბამის პასუხს გასცემს:

"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული ჯგუფები პირდაპირ ეწეოდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. გაგახსენებთ მათ ვიზიტებს ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, სადაც ისინი პირდაპირ ეუბნებოდნენ ევროპელ პოლიტიკოსებს რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მხარი არ დაეჭირათ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს თუ ვინ დგას ისტორიის ნათელ მხარეს. მჯერა, რომ ქართველი ხალხი ოქტომბერში ყველა ამ ქმედებების გამო მათ შესაბამის პასუხს გასცემს," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

 

დღის ამბები