25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნები ყარაბაღშიც ჩატარდა - ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეხუთე ვადით მოსახლეობის თითქმის 93 პროცენტმა აირჩია. 62 წლის ალიევს 6 კონკურენტი ჰყავდა, 4 ოპოზიციური პარტიებიდან და ორი დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის უპრეცენდენტო აქტივობა დაფიქსირდა. მთელი ღამის განმავლობაში ცეკვითა და მუსიკით აღნიშნავდნენ ალიევის გამარჯვებას ადგილობრივები.

ბაქომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, არჩევნები მთიან ყარაბაღშიც ჩაატარა. სიმბოლურად ალიევმა და მისმა ოჯახმა ხმა სწორედ გათავისუფლებულ ყარაბაღში, ქალაქ ხან-ქენდიში მისცეს.

საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ალიევმა, ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე, ხმის მიცემის პროცესი ნაადრევად დანიშნა. ალიევი პირობას დებს, რომ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე მშვიდობას უზრუნველყოფს, გააძლიერებს ქვეყნის, როგორც მთავარი ენერგოექსპორტიორის როლს, შექმნის სოციალურ-ეკონომიკურ ხიდს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ილჰამ ალიევი პრეზიდენტი 2003 წელს გახდა, იქამდე კი ამ თანამდებობას მისი მამა, ჰეიდარ ალიევი იკავებდა.

 

დღის ამბები