25 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს - ირაკლი კობახიძეს და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე და მთავრობის შემადგენლობა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში მოსმენა და დეპუტატებთან კითხვა-პასუხი, პარლამენტში დღეს 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

 

 

დღის ამბები