25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ოპოზიციაშიც აღარ არის საკამათო, რომ პირველი ადგილი გარანტირებულად "ქართულ ოცნებას" აქვს აღებული - მიხეილ სარჯველაძე

"იმდენად გამწვავდა შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში, რომ ესეც, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს უქმნის რეალურად ოპოზიციას” ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარემ, "ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მთავარი სიმძიმის ცენტრი ახლა გადატანილია, ოპოზიციაში, ვის ექნება ვერცხლი და ვის ბრინჯაო.

 "მე მგონია, რომ ტონის დამშვიდება, რადიკალურ ხერხებზე ხელის აღება, ეს მაინც განპირობებული უნდა იყოს ერთი ფაქტორით. თვითონ ოპოზიციაშიც კარგად შეეგუვნენ, რომ ამ არჩევნებისთვის პირველი ადგილი გარანტირებულად აღებული აქვს "ქართულ ოცნებას". ამას პრაქტიკულად თვითონ ოპოზიცია სადავოდ არ ხდის. ახლა მთავარი სიმძიმის ცენტრი გადატანილია ოპოზიციის შიგნით - ვის ექნება ვერცხლი და ვის ბრინჯაო. სხვა მოტივაცია ოპოზიციაში აღარ დარჩა იმიტომ, რომ ახლოსაც ვერ აყენებენ "ქართულ ოცნებასთან" საკუთარ თავს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები