25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამერიკული მხარე აფასებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა აჩვენეს, რომ ნამდვილად სერიოზულად ეკდიდებიან ამ თანამშრომლობას. 

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საქართველოს პასუხისმგებელმა პირებმა გვაჩვენეს, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველების უსაფრთხოება, ასევე ამერიკელების უსაფრთხოება.

საქართველო, რა თქმა უნდა, რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და ჩვენ როდესაც ქართველ პარტნიორებთან ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ იმას, თუ როგორ არის დაცული საზღვარი, საბაჟო, რისკებზე რეაგირება, საფრთხეებზე რეაგირება და რამდენად ძლიერია სანაპირო დაცვა, სამხედრო თავდაცვა, რომ შესაძლებელი იყოს აგრესიის შეკავება. მე ვხედავ, რომ საქართველოს ინსტიტუტები არიან ერთგულნი ამ პრინციპების," - აცხადებს რობინ დანიგანი. 

 

 

დღის ამბები