25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, გვაქვს ხალხთაშორის კავშირი - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი.

ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში. 

რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭრი საქართელოსი. საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოიყო აშშ-მ.

ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას.

აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი წარმატებული, ასევე ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში,"- განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში დანიგანმა 

დღის ამბები