25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯთაგან, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, "ღამის კურიერის" ეთერში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.

"არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, რომ აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ.

დღის ამბები