25 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ყველა საქმე, რომელზეც აგორებული იყო პოლიტიკური სპეკულაციები და გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, მოიგო სახელმწიფომ

ყველა საქმე, რომელზეც აგორებული იყო პოლიტიკური სპეკულაციები, მოიგო სახელმწიფომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მარტო ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ამ სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, გაასამართლოს დამნაშავეები.

„რაც შეეხება საკითხს, რამდენად შეიძლება, ამ სასამართლომ გაასამართლოს ადამიანები. მინდა, ფაქტები შეგახსენოთ. არაერთი საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენი სასამართლოების მიერ განსჯილი საქმეები გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. მათ შორის საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც აგორებული იყო სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები. იყო სააკაშვილის, მელიას, უგულავას, „რუსთავი “2-ის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეები, რომელიც შეკრებას ეხებოდა. ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო. ყველა საქმე, რომელზეც იყო პოლიტიკური სპეკულაციები, მოიგო სახელმწიფომ. აქედან გამომდინარე, მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, გაასამართლოს დამნაშავეები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები