25 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ახალი პრემიერის პრიორიტეტები და კონსტრუქციული კითხვა-პასუხი დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე - რა კითხვები ჰქონდა ოპოზიციას ირაკლი კობახიძესთან

ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში დღეს ადგილი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, უკვე სამთავრობო ლოჟაში დაიკავა. პრემიერობის კანდიდატის შეხვედრას ოპოზიციასთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან სხდომა თინა ბოკუჩავამ გახსნა.

თინა ბოკუჩავას სხდომის დაწყებისთანავე ყოფილი და მოქმედი კოლეგების შეხსენება დასჭირდა, რომ საკუთარი პარტიის თავმჯდომარემდე პროცედურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოხსენებას ითვალისწინებდა.

ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის წარდგენა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ პროგრამა 10-თვიანია და ძირითადად წინა მთავრობის პრიორიტეტებსა და დაწყებული პროექტების დასრულებას ითვალისწინებს. მომავალ 4-წლიან სამთავრობო გეგმა კი უკვე წინასაარჩევნოდ მომზადდება. პირველი და მთავარი საკითხი, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, ეკონომიკის განვითარება იყო.

რა დარჩება 10-თვიან პროგრამაში საგარეო პრიორიტეტებად? - ეს ირაკლი კობახიძემ ტრიბუნიდან დეტალურად განმარტა.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსასმენად წინასწარ მოემზადა, თუმცა სანამ ირაკლი კობახიძე მათ სამთავრობო პროგრამას აცნობდა, ოპონენტები ერთმანეთთან შეკითხვების მოსაფიქრებლად კონსულტაციებს მაინც გადიოდნენ - პირველი შეკითხვა ამჯერად ლევან ხაბეიშვილმა დასვა, როგორც ეს სხდომის წამყვანს სურდა.

სოციალურ საკითხებზე კითხვა სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდანაც დაისვა. მთავრობის მომავალი მეთაურის ხედვა კონკრეტულ საკითხებზე აინტერესებდათ დამოუკიდებელ დეპუტატებს.

შეკითხვის უფლებით შეხვედრის მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისარგებლა. დაინტერესდნენ ისეთი საკითხებითაც, რომელიც სამთავრობო პროგრამას საერთოდ არ ეხებოდა.

ირაკლი კობახიძეს, საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილ ლიდერს ხვალ კითხვებს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაუსვამენ - როგორც პრემიერ-მინისტრობის ოფიციალურ კანდიდატს.

 

 

 

დღის ამბები