25 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ვინ გადაინაწილებს ჩარლზ მესამის ფუნქციებს

დიდი ბრიტანეთის მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეფე ჩარლზ მესამეს პროსტატის კიბო აქვს და მან უკვე დაიწყო შესაბამისი სამედიცინო კურსის გავლა, გუშინ მსოფლიო მედიის ნომერ პირველ თემად იქცა.

სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ მწირ ინფორმაციაში არაფერს ამბობენ დაავადების სირთულესა და ექიმების პროგნოზზე. ერთადერთი, რაც ჩარლზ მესამეზე წერია, არის ის, რომ მონარქი პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულებას მალე დაუბრუნდება.

დიდი ბრიტანეთის მონარქის ავადმყოფობამ სამეფო სახლის დღის წესრიგი უკვე შეცვალა, ჩარლზ მესამის ნაცვლად საჯარო ღონისძიებებში ბუკინგემის სასახლიდან სამეფო ოჯახის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას. მკაცრად გაწერილი პროტოკოლის თანახმად კი, ამის უფლება აქვს მის მეუღლეს - დედოფალ კამილას, შვილს პრინც უილიამს, და-ძმა ედვარდსა და ანას. თუმცა ჩარლზ მესამე მკურნალობის კურსის პარალელურად კვლავ განაგრძობს პირად შეხვედრებს, მათ შორის ყოველკვირეულ აუდიენციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ბრიტანეთის მონარქის ავადმყოფობამ ინგლისისა და ამერიკის ლიდერებიც შეაშფოთა, რიში სუნაკი და ჯო ბაიდენი მეფეს გამოჯანმრთელება უსურვებენ.

დღის ამბები