25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ქედაში 5 ლოკაციაზე გაწმენდითი პროცესები მიმდინარეობს, როგორც კი ცენტრალური გზა გაიხსნება, შემდეგ ყველა სოფელში შევძლებთ მისვლას - ქედის მერი

სტიქია და მსხვერპლი ზემო აჭარაში - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის პარალელურად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

"საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა, ასევე, დილით იყო ქარი, რამაც სახლს სახურავი გადახადა. წვიმის შედეგად ძალიან ბევრი მეწყრული პროცესი განვითარდა ქედაში. მსგავსი რამ არ მახსენდება, უფროს თაობასაც კი არ ახსოვს. დაახლოებით, 60 ლოკაციაზე მეტ ადგილზეა მეწყერი განვითარებული. დილიდანვე ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები - სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. ახლაც, წვიმის მიუხედავად, მუშაობენ და ხდება მეწყრული პროცესების პრევენცია. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ფაქტი. 

ამ დროისთვის, სოფლებში ჩაკეტილი გზები არ გვაქვს, რამდენადაც ცენტრალური მაგისტრალია ჩაკეტილი. ქედაში 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახლა გაწმენდითი პროცესები, როგორც კი ცენტრალური გზა გაიხსნება, შემდეგ ყველა სოფელში შევძლებთ მისვლას", - ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის მერი, როლანდ ბერიძე.

ზემო აჭარაში სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონი-არისში მეწყერი ჩამოწვა, გარდაიცვალა ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე. ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში კი ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, ერთი დაიღუპა. მეორე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რამდენიმე ადგილას განვითარდა მეწყრული პროცესები - შედეგად ჩაიკეტა როგორც შიდა, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.

დღის ამბები