25 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისთვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში მოსმენის დროს აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისთვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს.

"ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საქართველომ გასულ წლებში ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მრავალი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ეკონომიკურ და ფისკალურ მიმართულებაზე.

შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს.

ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელს გახდის საინვესტიციო რეიტინგის მიღწევას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა. 

დღის ამბები