აჭარაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წევრებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სამძიმარს უცხადებს.
"მაღალმთიან აჭარაში 2 გარდაცვლილი ადამიანი გვყავს. ერთი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის პოლიციის თანამშრომელია. როგორც გვეუბნებიან, მან თავისი ოჯახის წევრები გადაარჩინა. ასევე, დასავლეთ საქართველოში, სტიქიის შედეგად, ბევრი დაზიანებული ობიექტია, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა გარდაცვალების ფაქტები. ვიზიარებთ მათ მწუხარებას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
აჭარაში - ხულოსა და ქედაში, სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.