25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს - სალომე ზურაბიშვილი

რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს, - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

"რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს. საოკუპაციო ხაზთან კი გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით, მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება.

ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და, ჯამში, გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც - რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში." - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები