25 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ყველაზე ცუდი ჩემთვის იცით რა არის? - უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? - გადადექით! - ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს

ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? - უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? - გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, - ასე მიმართა "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.

ამასთან, ინჯიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის "ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია."

 

დღის ამბები