25 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
საერთოდ ჰაერზე უნდა იყოს, თავისუფლად უნდა იყოს, უდანაშაულო ადამიანი რატომ უნდა იყოს გამომწყვდეული, გეკითხებით?! - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ეხმაურება. როგორც ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, მიხეილ სააკაშვილი დახურულ სივრცეში ვერ განიკურნება და მას საერთოდ არ ესმის, რატომ არაა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი.

"საერთოდ ჰაერზე უნდა იყოს, თავისუფლად უნდა იყოს, უდანაშაულო ადამიანი, რატომ უნდა იყოს გამომწყვდეული, გეკითხებით?! - თითქმის 2-წელიწად-ნახევარია ადამიანი არის უჟანგბადოდ, ადამიანს ჰაერი არ ჩაუსუნთქავს და მზე არ უნახავს... ყოველ წუთს შეიძლება დაეცეს და თუ დაეცემა და ძვლები გადაუტყდება, ის აღარ შეხორცდება. ამ პირობებში ვერ განიკურნება ადამიანი," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც ექს-პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" 25 იანვარს მოინახულა. ანგარიშის თანახმად, დადებითი დინამიკა გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა, კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, შფოთვა და დეპრესია. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პარამეტრების გაუმჯობესების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა მყარი დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას.

დღის ამბები