25 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, არის სტაბილური, უჩივის ზოგად სისუსტეს - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც ექს-პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" 25 იანვარს მოინახულა. ანგარიშის თანახმად, დადებითი დინამიკა გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა, კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, შფოთვა და დეპრესია.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პარამეტრების გაუმჯობესების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით, არ იძლევა მყარი დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კლინიკა "ვივამედშიც." ზურაბ ჩხაიძის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა რჩება სუბიექტური ჩივილები.

"პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, არის სტაბილური. სტაბილურია მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრები, თუმცა საყურადღებო რჩება მაინც სუბიექტური ჩივილები, რასაც პაციენტი აღნიშნავს. უჩივის ზოგად სისუსტეს, პერიოდული ხასიათის ტკივილებს კუნთებისა და სახსრების არეში. კლინიკაში მას უტარდება სრულფასოვანი და ადეკვატური მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად," - აღნიშნა სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

დღის ამბები