25 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია - რატი ბრეგაძე

მადლობა გადავუხადე პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც დასვა საქმიანი კითხვები და იყო კონსტრუქციული. რა თქმა უნდა, იყო არაკონსტრუქციული საქციელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც, გასაგებია, რომ მიუღებელია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, მოსმენის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეეხო.

„ჩემი მოსაზრება არ არის, ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია. მოწადინებული ვართ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება დასტური ექიმებისგან, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა რეკომენდებულია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დღის ამბები