25 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი შიდა ქართლში - "კურიერი პიესმა" პატარა ათონად წოდებული ძამას ხეობა და ახალგაზრდა ბერის ცხოვრება გადაიღო

ძამას ხეობა - საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი შიდა ქართლში. ამ ხეობაში თავმოყრილია მრავალი საუკუნის წინ აგებული ეკლესია-მონასტრები, თუმცა დროთა განმავლობაში, ხეობა ხალხისგან დაიცალა, მიტოვებული დარჩა ხუროთმოძღვრული ნაგებობებიც. სამონასტრო კომპლექსის აღდგენის პროცესი დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, დღეს კი აქ 90-ზე მეტი მოქმედი მონასტერია.


ძამას ხეობაში, ერთ-ერთი უძველესი მონასტერი მუხილეთში მდებარეობს. მეცხრე საუკუნეში აგებულმა ამ ეკლესიამ, არაერთი შემოსევას გაუძლო. ამ ადგილს დღეს ბერი ანდრია აცოცხლებს. ზამთარში, თოვლში მუხილეთში ასვლა მარტივი არ არის. "კურიერი პიესმა" პატარა ათონად წოდებული ძამას ხეობა და ახალგაზრდა ბერის ცხოვრება მონასტერში გადაიღო.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები