25 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"რუსთავი 2" დიდი პრემიერისთვის ემზადება - 8 თებერვლიდან, პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის ერთობლივი შოუ იწყება

"რუსთავი 2" დიდი პრემიერისთვის ემზადება - 8 თებერვლიდან, პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის ერთობლივი შოუ იწყება.

ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ეს ორი სახელი და გვარი ამბობს, თუ რამდენად იუმორისტული შოუ გელოდებათ. ეს იქნება ყველაზე სახალხო, ყველაზე გასართობი და მუსიკალური გადაცემა.

სამზადისი უკვე დაწყებულია - გარდა იმისა, რომ ქართულ ტელესივრცეში პირველად გასართობ გადაცემას 2 იუმორისტი წაიყვანს, შოუში კიდევ ბევრი სიახლეა.

შოუში, ლიზა დარასელიას ხელმძღვანელობით ახალი ბენდი იქნება, თუმცა ქსოვრელები რა თქმა უნდა ისევ იმღერებენ.

გადაცემას ეყოლება სტუმრებიც, მაგრამ პირველ გადაცემაში სტუმრის სტატუსი ნიკას ერგო, მასპინძლის კი პაატას.

დღის ამბები