რეპორტაჟის გმირი უამრავ ადამიანს მოტივაციას მისცემს - 9 წლის პიანისტი, ნიკოლოზ თოხაძე, ბავშვი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. ის უმძიმეს მდგომარეობაში დაიბადა, ფაქტობრივად ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. პირველი სასწაული იყო ის, რომ ბავშვი გადარჩა. მას შემდეგ კი, ექიმების და ოჯახის გაოცება ბევრჯერ შეძლო.
2 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, ფორტეპიანოზე დაუკრა. მხედველობის პრობლემის გამო ნოტების გარჩევა მას არ შეუძლია. გარკვევით ვერ ხედავს კლავიშებსაც, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლება არ გამხდარა.
ნიკოლოზს მხოლოდ ერთი მოსმენით შეუძლია ურთულესი ნაწარმოების დაკვრა. უკრავს შოპენს, ბახს, შოსტაკოვიჩს. 9 წლის ასაკში, აქვს საკუთარი კომპოზიციებიც.
ნიკოლოზის ოცნება კონცერტის გამართვაა.
ავტორი: ანი გენებაშვილი