25 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
უკრაინა ცვლილებების მოლოდინშია - პრეზიდენტსა და გენერალ ზალუჟნის შორის დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმავდება

უკრაინა ცვლილებების მოლოდინშია. წყარო სიენენს უყვება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან მალე გაათავისუფლებს. "სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც ჩანს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისთვის ეკონომისტთან მიცემული ინტერვიუ საბედისწერო აღმოჩნდა. 2023 წლის ნოემბერში, გენერალმა გამოცემას უთხრა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რამაც ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია. წყარო ყვება, რომ ზელენსკი უკმაყოფილოა ზალუჟნის მზარდი პოპულარობითაც.

უკრაინაში თუ ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, ზალუჟნიც განიხილებოდა ერთ-ერთ კანდიდატად და საკმაოდ მაღალი იყო მისი რეიტინგი.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალს კვირის ბოლომდე გადააყენებდა, თუმცა უკვე კვირაა და განკარგულება ჯერ არ გამოუცია რატომ აჭიანურებს პროცესს ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ სიყვარულის დასტურია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 72% არ ეთანხმება გენერლის თანამდებობიდან გადაყენებას.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 88% ენდობა ვალერი ზალუჟნის , 62% კი ვოლოდიმირ ზელენსკის, გენერლის რეიტინგი უფრო მაღალია.


ავტორი: ანა გოგატაძე

დღის ამბები