დღეს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ქართველი სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, საუკეთესოები გამოვლინდნენ 7 ნომიაციაში.
დაჯილდოებათა ისტორიაში პირველად, ახალი ინიციატივით მოხდა 21-ე საუკუნის პირველი ოცწლეულის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, ხოლო პირველი ოცწლეულის საუკეთსო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა.