ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ""გიზ-გიზი"" გრძელდება - გუდაურში, ჩასულ სტუმრებს სრიალის პარალელურად, შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
ადგილზე მოწყობილია გასტრონომიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცეები.
დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი. ამით კი გუდაურში ფესტივალი დასრულდება და ღონისძიებები სხვა ზამთრის კურორტებზე გადაინაცვლებს.