ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის სამხედრო დაბომბვის შედეგად, რაფას აღმოსავლეთით, ორი ბავშვი დაიღუპა,- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია - Wafa იუწყება. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, ღაზაში მცირეა ჰუმანიტარული მარაგიც, ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
პარალელურად, ისრაელი "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
"ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ხმელეთიდან და ჰაერიდან დავარტყით 50-ზე მეტ სამიზნეს, რომლებიც განლაგებული იყო სირიაში. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას. ყველგან, სადაც "ჰეზბოლა" იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ და ვიმოქმედებთ. ახლო აღმოსავლეთში ყველგან საჭიროა მოქმედება," - ამბობს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი.