25 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ფროელაინ ლიზერის პორტრეტი" - გუსტავ კლიმტის უცნობი ტილო, რომელსაც ერთ-ერთ ოჯახში მიაკვლიეს

გუსტავ კლიმტის ოქროსფერი პერიოდის კიდევ ერთი შედევრი - საუკუნის შემდეგ "ფროელაინ ლიზერის პორტრეტი" პირადი კოლექციიდან საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებს.

სიმბოლისტი მხატვრის უცნობი ტილო, 1925 წლის შემდეგ, არავის უნახავს. წლების შემდეგ, ნახატს ავსტრიაში, ერთ-ერთ ოჯახში მიაგნეს. ეს ავტორის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია.

კლიმტი ისე გარდაიცვალა, რომ ვერც მისი დასრულება და ვერც ხელმოწერა მოასწრო.

 

ავტორები: ნინი ბიჩინაშვილი, ნინი ნიკოლეიშვილი, ნათია ბუცხრიკიძე

დღის ამბები