საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრების წევრმა, დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორთა შორის, ტექნიკური სოლო პროგრამა შეასრულა, სადაც 216.7634 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 50 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, - ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.
17 წლის მარი ალავიძემ, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება გუშინ გამართულ წინაწარ შეჯიბრზე მოიპოვა, სადაც მე-7 ადგილზე გავიდა.