მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა - კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ხასაიამ და აკაკი ჩიქობავამ აღიარეს დანაშაული და აანაზღაურეს ზიანი, სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი შეუცვალა.
ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
წინასასამართლო პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.