Facebook-ის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონება 19.88%-ით ($27.6 მილიარდით) გაიზარდა და $167 მილიარდს მიაღწია. შედეგად, ის პლანეტის მილიარდერთა სიაში დაწინაურდა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
Forbes-ის განახლებული მონაცემებით, 39 წლის მილიარდერი უსწრებს Microsoft-ს თანადამფუძნებელ ბილ გეიტსს, ამერიკელ ინვესტორს, ბიზნესმენსა და ქველმოქმედ უორენ ედვარდ ბაფეტსა და Oracle Corporation-ის ხელმძღვანელ ლარი ელისონს.
რეიტინგის პირველ სამეულში არიან ბრენდ “ლუი ვიტონის“ მფლობელი ბერნარ არნო ($212 მილიარდი), SpaceX-ის, Tesla-სა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ($198 მილიარდი) და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($194 მილიარდი).