25 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს - ნინო წილოსანი პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვაზე

"ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და, ამ შემთხვევაში, ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემისა და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება.

"მისი პიროვნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურად, ისე "ქართულმა ოცნებამ", გამოვხატეთ, დავასაბუთეთ და ვამხილეთ მისი ანტიკონსტიტუციური და, სამწუხაროდ, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ამიტომ, თავისთავად, ეს მოხსენება იქნება მხოლოდ ფორმალური და ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას, რომელსაც იგი პარლამენტში შეაჯამებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები