საბერძნეთის დედაქალაქში, ათენის ცენტრში, შრომის სამინისტროს შენობასთან, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - წერს სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით.
მოსალოდნელი აფეთქების შესახებ სატელეფონო ზარი ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა მიიღო. გამოცემის რედაქციამ აღნიშნული ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს. სამინისტროსთან პოლიციელების მობილიზაციის შემდეგ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სამინისტროს შენობა. ჩამსხვრეულია მინები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.