25 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ - ახლო აღმოსავლეთი ახლა გახურებულ ქვაბს ჰგავს, რომელიც შეიძლება მალე აფეთქდეს - ბორელი

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს.

"ისრაელი განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს ღაზაში. დაახლოებით 1 მილიონი პალესტინელი იძულებით გადაასახლეს ეგვიპტის საზღვრის ტერიტორიაზევე, თითქოს ეს მათთვის უსაფრთხო ადგილია, თუმცა რეალობა არის ის, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ. ფაქტი, რომელსაც ვხედავთ, ყოველდღიურად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებია. ახლო აღმოსავლეთი ახლა გახურებულ ქვაბს ჰგავს, რომელიც შეიძლება მალე აფეთქდეს.

შეტაკებებია ლიბანის საზღვართან, სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია, თუმცა მიმდინარე პროცესებსა და სავარაუდო შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ, მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კონფლიქტის ცეცხლშია გახვეული - რამდენადაც ღაზაში ომი გრძელდება, რთულია იმის დაჯერება, რომ წითელ ზღვაში ვითარება გაუმჯობესდება.

ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. მთელი ეს რეგიონული კონფლიქტი დომინოს პრინციპით ვითარდება," - აცხადებს ბორელი.

დღის ამბები