25 წლის ტატო ჭელიძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"ტატოს ერთი თვის წინ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. რის შემდგომაც ჩაუტარდა ოპერაცია, ახლა კი ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა, ქიმიოთერაპიის სახით, შემდგომ - ისევ ქირურგიული ჩარევა, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ქიმიოთერაპიის საერთო ღირებულება 147 000 ლარს შეადგენს“, - წერენ ტატოს ახლობლები სოციალურ ქსელში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი
#GE60BG0000000498485834
თბს ბანკი
#GE55TB7320145064300020
მიმღები: ელენე ჭელიძე.