25 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა, საფრანგეთში, რომანტიკული ვახშმისას დააკავეს

40 წლის მარკო რადუანო - იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც 2023 წლის თებერვალში სარდინიის ციხიდან გაიქცა, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე, ძვირადღირებულ რესტორანში, ქალთან რომანტიკული ვახშმის დროს დააკავეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

რადუანო, "ევროპოლის" მიერ, მიმალვაში მყოფი ყველაზე საშიში ადამიანების ათეულში იყო შეყვანილი. ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა არაერთი დანაშაულისთვის, მას 24-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მედია, იტალიურ პოლიციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ესპანეთში ასევე დააკავეს რადუანოს „მარჯვენა ხელი“ - ჯანლუიჯი ტროიანო, რომელმაც 2021 წელს, საკუთარ სახლში, სამართალდამცველების მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და მიიმალა.

 

დღის ამბები