25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ჰააგის სასამართლო მოისმენს საქმეს, სადაც უკრაინა ამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გენოციდი არ ჩაუდენია

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მოისმენს საქმეს, სადაც უკრაინა ამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გენოციდი არ ჩაუდენია. ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს.

უკრაინამ გაერო-ს სასამართლოში საქმე 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეიტანა.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სასამართლოს აქვს იურისდიქცია, განიხილოს თავდაპირველი საქმის მხოლოდ მცირე ნაწილი. მოსამართლეებმა უარყვეს უკრაინის შუამდგომლობა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა რუსეთის შეჭრამ 1948 წლის გენოციდის კონვენცია. 16 მოსამართლეებისგან შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ ისინი მოგვიანებით გადაწყვეტენ, ჩაიდინა თუ არა გენოციდი უკრაინამ აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, რომლებიც ახლა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტს საკითხს, რომ უკრაინა არ არის პასუხისმგებელი მითიურ გენოციდზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არასწორად ამტკიცებს, რომ უკრაინამ ჩაიდინა“, – განუცხადა უკრაინის წარმომადგენელმა, ანტონ კორინევიჩმა ჰააგის სასამართლოში ჟურნალისტებს.

დღის ამბები