გიგა კობალაძის უწყებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საუბარია ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სამართალდამცველები საავტორო უფლებათა ასოციაციაში ხელოვანთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე შევიდნენ, რის შედეგადაც, სისხლის სამართლის საქმე 182-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა.
გიგა კობალაძე ორშაბათს გამოსაკითხად საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
კოსტავას ქუჩის 63 ნომრიდან ამ წუთებშიც გამოაქვთ დოკუმენტებით და კომპიუტერული ტექნიკით სავსე ტომრები.
შენობაში იმყოფებოდა თავად გიგა კობალაძეც, რომელსაც ოფისის დატოვების უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ხელოვანების ნაწილი მას უკვე წლებია ადანაშაულებს კუთვნილი ჰონორარების არასწორად გადანაწილებასა და თანხების მითვისებაში.
ავტორ-შემსრულებლების მიმართვის შემდეგ, პარლამენტმა ასოციაციას კანონის შეცვლის შემდეგ უფლებამოსილებაც შეუჩერა.