25 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ნიკა გვარამიას პოლიტიკური პარტნიორები - ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, გვარამია კოალიციას "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ვერ ხედავს

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მისი და ყოფილი "ნაციონალების" თანამშრომლობა, არჩევნებში იმაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ვიდრე თავად პარტია - ”ნაციონალური მოძრაობა”. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან გაერთიანებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კოალიციას მათ გარეშე ვერ ხედავს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტიდან თანამშრომლობის შეთავაზება ჰქონდა.

არაერთი შეკითხვის მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილმა არაფერი თქვა მასთან კომუნიკაციის მცდელობაზე. ”კურიერის” წყაროს ინფორმაციით კი, სწორედ ხაბეიშვილია ის, ვის გამოც, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. მისი ამ პოზიციის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" საარჩევნო ალიანსში მყოფ "სტრატეგია აღმაშენებელს" სჯერა, რომ გვარამიას მათთან ერთობა სურს.

"ნაციონალური მოძრაობისგან" გვარამიას დისტანცირების არ სჯერათ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ოპონენტები ამბობენ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ამჟამინდელი განცხადებები არ ცვლის ფაქტს, რომ ის წლების განმავლობაში სწორედ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ნიკა გვარამიას წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არ არსებობენ და გვარამიას მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილის პარტიისგან, მარცხისთვისაა განწირული.

ნიკა გვარამია პოლიტიკაში დასაბრუნებლად - სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. "მთავარი არხის" დამფუძნებელი მოკავშირეებს ”ნაციონალური მოძრაობის” მიღმა ეძებს.

დღის ამბები