25 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
საბერძნეთში განათლების ახალ რეფორმას აპროტესტებენ - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთში განათლების ახალი რეფორმის პროტესტი, დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკება პარლამენტის წინ მოხდა. ათასობით სტუდენტი და აქტივისტი მშვიდობიან აქციას მართავდა მოთხოვნით: "არა საჯარო განათლების პრივატიზაციას!"

მომიტინგეები ქვეყანაში უცხოური კერძო უნივერსიტეტების დომინირებას ეწინააღმდეგებოდნენ. კრიტიკოსების განცხადებით ამგვარი რეფორმა გააუარესებს საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხარისხს და კიდევ უფრო შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსებას საჯარო საგანმანათლებლო სექტორისთვის. პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.
 
 

დღის ამბები