25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"ისეთი მსჯელობაა შემოთავაზებული, რომელსაც, ალბათ, ან დაზუსტება დასჭირდება ან გადათქმა და უარყოფა" -  მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე

ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომელიც ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" როლს მომავალ სამთავრობო კოალიციაში, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა, საერთო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აქცენტს აკეთებს ნიკა გვარამიას განცხადების იმ ნაწილზეც, სადაც გვარამია საუბრობს, რომ მისმა ჩამოყალიბებულმა ერთობამ, შესაძლოა, არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს.

"მე მგონი, ისეთი მსჯელობაა შემოთავაზებული, რომელსაც მოგვიანებით, ალბათ, რაღაც ან დაზუსტება დასჭირდება განცხადების ავტორს, ან გადათქმა და უარყოფა, როგორც გაუკეთებია არაერთხელ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია - ასეთი განცხადებების კეთება, რომ "ნაციონალები" ვერ მიიღებენ, მაგრამ ისინი, ვინც "ნაციონალები" არიან, თუ სხვა სახელს დაირქმევენ მიიღებენ, ასე არ არის, ეს საზოგადოება არც ისეთია, რომ ასეთ ფანდებზე და იაფფასიან ტყუილებზე ტყუვდებოდეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები