საქართველოს პროკურატურა თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.
პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს," - წერია განცხადებაში.